Aa
Aa

არის მეორე ოქრო! თუშიშვილის ულამაზესი იპონი და დამაჯერებელი გამარჯვება!

ზაგრების გრან პრიზე +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში გურამ თუშიშვილმა ისრაელის წარმოამდგენელი ორ სასონი ულამაზეს სტილში იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ თუშიშვილმა ხუთი ბრძოლიდან 4 იპონით მოიგო. ეს ყველაფერი ქართველი ძიუდოისტის საოცარ ფორმასა დომინირებაზე მეტყველებს.

აქვე გეტყვით, რომ 90 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა კუბელი ეშლი გონსალეში დაამარცხა და დღეს ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

-100 კგ წონით კატეგორიაში კი ლაშა ტაველურმა ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. ქართველმა აზერბაიჯანელი ილჰამ მამედოვი დაამარცხა.

ცხელი ამბები