Aa
Aa

პირველი ოქრო ზაგრებში! ჭრიკიშვილის დამაჯერებელი გამარჯვება!

ზაგრების გრან პრის ფინალში 90 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა კუბელი ეშლი გონსალეში დაამარცხა.

კუბელმა პირველ წრეში გიორგი პაპუნაშვილის ბარიერი დაძლია, თუმცა ფინალში ჭრიკიშვილმა გამარჯვების შანსი არ დაუტოვა.

შეგახსენებთ, ქართველი ძიუდოისტებიდან ოქროს მედლის მოპოვებისთვის +100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი იბრძოლებს.

-100 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტაველურმა ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. ქართველმა აზერბაიჯანელი ილჰამ მამედოვი დაამარცხა.

გამოყენებულია  საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფოტომასალა

ცხელი ამბები