მოურინიო ქომაგებს: ''თქვენს ადგილას ფულს არ დავხარჯავდი''
Aa
Aa

მოურინიო ქომაგებს: ''თქვენს ადგილას ფულს არ დავხარჯავდი''

აშშ-ში, ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ''ლივერპულთან'' განადგურების შემდეგ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.

''მარტში კლუბს სია გადავეცი, რომელშიც ის ფეხბურთელები შედიოდნენ, რომელთა შეძენა მსურდა. ველოდები მათგან თუნდაც ერთს როდის დავიმატებთ. თუ ხუთიდან ერთი ფეხბურთელიც კი ვერ გავიფომეთ, წარმატების მიღწევა არსებული რესურსით მოგვიწევს.

''ლივერპულთან'' შესაძლებლობების 30 პროცენტიც კი ვერ გამოვავლინეთ. ჩვენ ხომ პოგბას, ფელაინის, ლინგარდის, რაშფორდის, მატიჩისა და ვალენსიას გარეშე ვითამაშეთ.''

მოურინიომ მსაჯები გააკრიტიკა: ''ისინი შეცდომით მოვიდნენ. მათ უთხრეს, რომ ბეისბოლის ფედერაციამ მიიწვია და ფიქრობდნენ, რომ ბეისბოლის მატჩის განსჯა მოუწევდათ, თუმცა საფეხბურთო შეხვედრაზე აღმოჩნდნენ.

სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო, მაგრამ ასეთი თამაშის ხილვაში ფულს არ დავხარჯავდი.

''ლივერპულთან'' არ გვყავდა ფორვარდი და გარემარბები. ალექსის სანჩესი მარტო თამაშობდა, მარტო ცდილობდა შეტევების გამწვავებას.''

BBC-ის ცნობით მატჩის ბილეთის ფასი 58 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

მოურინიოს განცხადებით ''ლივერპულის'' სასტარტო შემადგენლობაში მოვედრილ ფეხბურთელთა 50 პროცენტი 9 აგვისტოს პრემიერლიგის გაფართოებულ განაცხადში ვერ მოხვდება.

''წითელმა ეშმაკებმა'' ''ლივერპულთან'' მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს: გრანტი, დარმიანი, ფოსუ-მენსა, ბაილი, ტუანზებე, მიჩელი, მაკტომინეი, ერერა, ანდრეასი, მატა, სანჩესი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები