Aa
Aa

ზაფხულის თასი: საქართველომ არგენტინა დაამარცხა! თედო აბჟანდაძის ბრწყინვალე თამაში!

საქართველო XV-მა ზაფხულის თასის პირველ ტურში არგენტინა XV-ს ძალიან დაძაბულ მატჩში 23:22 სძლია და ტურნირზე პირველი ქულები მოიპოვა.

არგენტინელებმა ტაიმი 22:7 მოიგეს, რის შემდეგაც ქართველმა მორაგბეებმა ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინეს და შეხვედრა მოაბრუნეს.

ქართველთაგან ორივე ლელოს ავტორი ნიკოლოზ სუხაშვილი გახდა.

შეხვედრაში გამარჯვების მომტანი ქულები საქართველოს ნაკრებს თედო აბჟანდაძემ მოუპოვა, რომელმაც ჯარიმები ზუსტად შეასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი თედოს ბოლო და გადამწყვეტი ჯარიმა იყო, რომელიც მან საკმაოდ რთული პოზიციიდან იდეალურად შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ ზაფხულის თასზე საქართველოს ნაკრები დიდი 10-ის მორაგბეებით გახლავთ დაკომპლექტებული.

მომდევნო შეხვედრას ქართველი მორაგბეები ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავენ.

ცხელი ამბები