პედრო შესაძლოა „ატლეტიკოში“ გადავიდეს
Aa
Aa

პედრო შესაძლოა „ატლეტიკოში“ გადავიდეს

მადრიდის "ატლეტიკო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის "ჩელსიდან" ესპანელი ფორვარდის, პედროს ყიდვას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას „Don Balon“-ი ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ესპანელის შეძენა გუნდის მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს სურს. არგენტინელის აზრით, 28 წლის ფეხბურთელი „ატლეტიკოს“ შემტევ პოტენციალს კიდევ უფრო გააძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონადან" "ჩელსიში" გადასულმა პედრომ, მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები