''გუარდიოლა საუკეთესოა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე'' - ნიკო კოვაჩი ესპანელის შესახებ
Aa
Aa

''გუარდიოლა საუკეთესოა, მისგან ბევრი რამ ვისწავლე'' - ნიკო კოვაჩი ესპანელის შესახებ

გერმანული გრანდი მიუნხენის ''ბაიერნი'' ფლორიდაშია, სადაც ახალი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით სეზონის მოსამზადებელ ეტაპს გადის.

სამ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ხორვატი მწვრთნელი ''ბაიერნის'' სავარჯიშო კემპზე დოჰაში მიიწვიეს. აღნიშნულ კემპს პეპ გუარდიოლა უძღვებოდა, რომელმაც გერმანულ კლუბში სამი წარმატებული სეზონი გაატარა.

''მანჩესტერ სიტისთან'' შეხვედრამდე ნიკო კოვაჩმა მედიასთან ისაუბრა: ''პირადად ჩემთვის პეპ გუარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ჩემთვის ყატარში ყოფნა სასიამოვნო იყო. პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით ჩატარებულ კემპზე დასწრება დიდი პატივია.

დოჰაში ყოფნისას ვსწავლობდი, რასაც ის აკეთებდა. პარალელს ვავლებდი საკუთარ თავთან თუ რამდენად შემეძლო უკეთ მუშაობა. ეს იყო კემპზე დასწრების მიზეზი.

როცა მე და ჩემი ძმა მას ვესაუბრებოდით, მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. დიდებული დრო იყო. არ ვიქნები ქედმაღალი და არ ვიტყვი, რომ ''ბაიერნში'' მე უფრო წარმატებული ვიქნები, ვიდრე ის იყო.

უპირველესად ვეცდები წარმატებულად ვიმუშავო. ძალიან ბევრი სამუშაო უნდა გავწიო იმისთვის, რომ გუარდიოლასთან ახლოს ვიყო განხილული.''

მიუნხენის ''ბაიერნისა'' და ''მანჩესტერ სიტის'' შეხვედრა ფლორიდაში გაიმართება. ნიკო კოვაჩისა და პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო დაპირისპირება 28 აგვისტოს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები