Aa
Aa

"ის დაუნდობელი და სასტიკია" - კლოპი ფინალს ვერ ივიწყებს და რამოსს აკრიტიკებს

იურგენ კლოპმა "ლივერპულთან" ერთად წინასასეზონო მზადება დაიწყო.

გერმანელმა სპეციალისტმა პრესასთან საუბრისას გასული სეზონის ფინალი გაიხსენა და სერხიო რამოსი საჯაროდ გააკრიტიკა.

"თუ თქვენ ამ ეპიზოდს კიდევ ერთხელ იხილავთ და თქვენ მადრიდის "რეალი" არ ხართ, მაშინ ნახავთ, რომ ის დაუნდობელი და სასტიკია.

თუ თქვენ რამოსის ყველა ქმედებას შეკრებთ და ფეხბურთს 5 წლიდან უყურებთ, დაინახავთ რომ მას ბევრი ასეთი ეპიზოდი აქვს.

რამოსისა და სალაჰის ეპიზოდი ვინმემ უკეთესად უნდა განსაჯოს. ვიდეო რეფერისთან ერთად ხსენებული ეპიზოდი კიდევ ერთხელ უნდა ნახოთ.

დარწმუნებული ვარ ჩვენ ასეთ რამეს კიდევ ვნახავთ. ჩაარტყა, მეკარეს თითქოს რინგზე იბრძოდე და ამის შემდეგ მატჩი მოიგო...

რამოსმა ბევრი რამ თქვა, რაც მე არ მომეწონა. როგორც ადამიანს, მე მისი რეაქციები არ მომეწონა. წინა წელს "იუვენტუსთან" ფინალში რამოსმა კუადრადოს წითელი ბარათი აჰკიდა. მან იმ ეპიზოდში აშკარად გააფორმა, მაგრამ ამის შესახებ არავინ საუბრობს.

ჩვენ არ მოგვწონს ის რაც მოხდა, მაგრამ ვხვდებით რომ ვერაფერს შევცვლით.

ფინალის დასრულების შემდეგ ფრანც ბეკენბაუერმა დამირეკა და მითხრა, რომ კარიუსმა მატჩი ტვინის შერყევით ითამაშა.

მე "ბაიერნის" ფიზმომზადების მწვრთნელს ჰანს ვილჰელმ მიულერ ვოლფარტსაც ვესაუბრე და მან მითხრა, რომ რამოსის უხეშობის შემდეგ იგი იმწამსვე მიხვდა, რომ კარიუსმა ტვინის შერყევა მიიღო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები