ჩხუბი და გაძევება - კვერკველია მეტოქეს ფიზიკურად გაუსწორდა
Aa
Aa

ჩხუბი და გაძევება - კვერკველია მეტოქეს ფიზიკურად გაუსწორდა

რუსეთის 2018 წლის სუპერთასის ფინალში მოსკოვის ცსკა-მ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა მოსკოვის ''ლოკომოტივი.'' ფინალური შეხვედრა ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართა.

ძირითად დროში ანგარიში არ გახსნილა. დამატებით დროში, 106-ე წუთზე ცსკა-მ გამარჯვების გოლი შეაგდო.

114-ე წუთზე ''ლოკომოტივის'' მცველმა სოლომონ კვერკველიამ წითელი ბარათი მიიღო. ქართველი ფეხბურთელი მეტოქეს ფიზიკურად გაუსწორდა. 

''ლოკომოტივი'' შემდეგ მატჩს რუსეთის პრემიერლიგაში ''უფასთან'' ჩაატარებს. კვერკველიას ჯიმი ტაბიძის გუნდთან თამაშის უფლება აქვს, სუპერთასზე მიღებული წითელი ბარათი პრემიერლიგაზე არ ვრცელდება.

მოსკოვის ''ლოკომოტივი'' რუსეთის მოქმედი ჩემპიონია. გუნდის ქომაგთა გამოკითხვით გასული სეზონის ''ლოკომოტივის'' საუკეთესო ფეხბურთელად კვერკველია დასახელდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ინგლისურ ''ლესტერს'' 26 წლის კვერკველიას შეძენა სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები