ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "შემადგენლობაში დანაკარგი გვაქვს...ნახევარმცველს კიდევ დავიმატებთ"

"ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ დუმილი დაარღვია და დიდი ხნის შემდეგ პრესკონფერენციაზე კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.

ვალვერდეს თქმით, გუნდს ნახევარმცველის შეძენა სჭირდება.

"ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. სეზონი გრძელია და წინ უამრავი გამოწვევა გველის.

შემადგენლობაში დანაკარგი გვაქვს. წავიდნენ პაულინიო და ინიესტა. დიახ, ჩვენ არტური შევიძინეთ, მაგრამ გუნდი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს და სატრანსფერო ბაზარზე ჩვენ კიდევ ვიაქტიურებთ.

ვადასტურებ, რომ ნახევარმცველს კიდევ დავიმატებთ. გვჭირდება ფეხბურთელი რომელიც ჩვენს სტილს ალღოს ადვილად აუღებს".

ვალვერდემ უმთავრეს კონკურენტზე მადრიდის "რეალზეც" ისაუბრა: "მადრიდელები რონალდუსა და მის გარეშეც ფავორიტები არიან. ისინი კვლავ ყველაფრის მოსაგებად იბრძოლებენ, ისევე როგორც ატლეტიკო".

"ბარსას" თავკაცმა ახლწვეულ მალკომზე ისაუბრა და მისი შესაძლებლობები შეაფასა: "მალკომი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეა. კლუბი მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს".

"ბლაუგრანა" ამჟამად მოლაპარაკებებს ადრიენ რაბიოს, მირალემ პიანიჩისა და ფრენკი დე იონგის თაობაზე აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" აშშ-ში წინასასეზონო ტურნეს იწყებს. კატალონიელთა მეტოქეები "ტოტენჰემი", "რომა" და "მილანი" იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები