ჩაკვეტაძე მოლოდინს ამართლებს - საგოლე პასი სეზონის სტარტზე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე მოლოდინს ამართლებს - საგოლე პასი სეზონის სტარტზე

ბელგიის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატი ''გენტმა'' მარცხით დაიწყო. 2018-19 წლების სეზონის პირველ ტურში ლიეჟის ''სტანდარდმა'' შინ 3:2 დაამარცხა გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი.

18 წლის ქართველმა ტალანტმა ''გენტის'' ორივე გოლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო. პირველი ტაიმის მიწურულს ჩაკვეტაძე-დომპე-იარემჩუკის კომბინაცია უკრაინელი ფეხბურთელის გოლით დასრულდა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

 

შესვენების შემდეგ ''სტანდარდმა'' ორი გოლი შეაგდო, თუმცა მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე ჩაკვეტაძის ეფექტური საგოლე გადაცემით ლიმბომბემ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. აღნიშნულ ეპიზოდში გიორგი მეტოქის ერთ ფეხბურთელს გაცდა და შემდეგ გადაცემა შეასრულა.

 

ჩაკვეტაძემ ბელგიური გუნდის მაისურით 90 წუთი ითამაშა. რაც შეეხება მის ქართველ თანაგუნდელებს, გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, ხოლო გიორგი ბერიძე სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.

''გენტი'' ბელგიის ჩემპიონატში შემდეგ მატჩს 4 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ''ვარეგემთან'' ჩაატარებს.

მიმდინარე წლის მაისში ''გენტის'' დირექტორი მიშელ ლუაჟი თბილისის ''დინამოს'' აკადემიას ესტუმრა, რომლის თქმით 2018-19 წლების სეზონი ქართველი ფეხბურთელის იქნება.

''შემდეგი სეზონი ჩაკვეტაძის იქნება'' - ''გენტის'' დირექტორი ''დინამოს'' აკადემიას ესტუმრა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები