NBA: „სან ანტონიომ“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა
Aa
Aa

NBA: „სან ანტონიომ“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა

"გოლდენ სტეიტმა" პირველი მატჩი ჩაატარა სეზონში პირველი დამარცხების შემდეგ. და თუ "გაბრაზებული" ჩემპიონი წაგების შემდეგ ასეთ ფენომენალურ თამაშს შემოგვთავაზებს, ყველასთვის უმჯობესი იქნება ამ მომენტში, მას გზად არ გადაეყაროს.

"უორიორზმა" გუშინ, პირველი მეოთხედი ორი ქულით წააგო შინ "ფინიქსთან, მაგრამ მეორეში 15 ქულით მოიგო, მესამეში კი სეზონის რეკორდი დაამყარა - 12 წუთში 46 ქულა (!) აიღო.

სტეფ კარიმ 25 ქულა დააგროვა და კარიერაში ზუსტი სამქულიანების რაოდენობა 1320-მდე აიყვანა, თან ზედიზედ 99-ე მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ ერთ შორეულ ტყორცნას ათავსებდა კალათში. მაგრამ მთავარი მოქმედი პირი არა გასული სეზონის MVP, არამედ სხვა ორი კალათბურთელი იყო. კერძოდ, კლეი ტომპსონმა 43 ქულით დაასრულა შეხვედრა და აქედან 27 ქულა მესამე მეოთხედში ჩააგდო. ხოლო დრეიმონდ გრინმა სეზონში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი და 5 ჩაჭრა.

ცდილობს "გოლდენ სტეიტს" არ ჩამორჩეს "სან ანტონიო", რომელმაც საშინაო არენაზე ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული კი ეს სერია 23 გამარჯვებას იტევს. ეს ახალი საკლუბო რეკორდია, გარდა ამისა, "სპურსს" საუკეთესო სტარტი გამოუვიდა ისტორიაში.

ახლა, ყველა "სან ანტონიოსა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩის მოლოდინშია, თუმცა 25 იანვრამდე მოგვიწევს მოცდა. სწორედ ამ დღეს გაიმართება ფავორიტების პირველი დუელი მიმდინარე სეზონში.

 

სხვა ამბები

"კლიპერსის" ფორვარდმა პოლ პირსმა "მილუოკისთან" მატჩში 26 000 ქულის ზღვარს მიაღწია. 38 წლის ვეტერანი მე-16 მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ასეთი კარიერული მონაგარით დაიკვეხნის.

"ჰიუსტონის" ცენტრმა დუიატ ჰოვარდმა უარყო ჭორები იმის თაობაზე, რომ არ აწყობს გუნდში თავისი ამჟამინდელი როლი და სხვაგან გადასვლით არის დაინტერესებული.

ESPN-ის ინფორმაციით, "საკრამენტო" ფორვარდ კერონ ბატლერის გაცვლას აპირებს. კლუბმა უკვე აცნობა კალათბურთელს მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ სხვა გუნდში, სადაც ის უფრო მნიშვნელოვან როლს მიიღებს.

"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა კრისტაპს პორზიგინსმა შვიდი დაფარება შეასრულა "მინესოტასთან" მატჩში, რითაც პირადი რეკორდი გაიმეორა.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ უფლება მისცა რუს მილიარდერს მიხაილ პროხოროვს - შეისყიდოს "ბრუკლინის" აქციათა სრული პაკეტი. ეს გარიგება ბიზნესმენს 1.9 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

 

ინდიანა-დალასი       107:81

20:19, 25:28, 30:17, 32:17

ი: მაილზი (20), ელისი (19), ჯორჯი (19), სტაკი (12+7 პასი), ჯორჯ ჰილი (11), მაინმი (5+10 მოხსნა).

დ: ფელტონი (16), ნოვიცკი (13), ფაჩულია (5+14 მოხსნა).

 

ორლანდო-შარლოტი         113:98

30:23, 28:22, 31:28, 24:25

ო: ფრაი (17), ფურნიე (15), ვუჩევიჩი (14), ჰარისი (13), პეიტონი (12+9 პასი), ოლადიპო (11), სმიტი (10).

შ: ლემბი (16), ჰეირსტონი (14), უოკერი (12+9 პასი), ზელერი (11).

 

ბრუკლინი-მაიამი      98:104

30:22, 20:33, 28:29, 20:20

ბ: ლოპესი (25), ჯეკი (22+10 პასი), ელინგტონი (12), ბარნიანი (10).

მ: უეიდი (28), უაიტსაიდი (20+13 მოხსნა), დრაგიჩი (16), გრინი (13), უინსლოუ (11).

 

დეტროიტი-ბოსტონი            119:116

18:25, 37:27, 30:31, 34:33

დ: კოლდუელ-პოუპი (31), ჯექსონი (23), დრამონდი (16+12 მოხსნა), მორისი (11), ილიასოვა (11).

ბ: ტომასი (38+7 პასი), სალინჯერი (17+10 მოხსნა), ზელერი (12), ჯონსონი (11).

 

ნიუ იორკი-მინესოტა 107:102

27:26, 33:14, 18:30, 29:32

ნ-ი: აფლალო (29), ენტონი (20+14 მოხსნა+9 პასი), ტომასი (14), ჰელოუეი (12+6 პასი), პორზიგინსი (11+7 დაფარება).

მ: თაუნსი (25+10 მოხსნა), უიგინსი (23), ლავინი (19), დიენგი (14+10 მოხსნა), რუბიო (9+10 მოხსნა+12 პასი+8 ჩაჭრა).

 

ატლანტა-ფილადელფია     127:106

32:23, 34:32, 36:21, 25:30

ა: მილსეპი (21), ტიგი (18), ჰორფორდი (17), შრიოდერი (17+7 პასი), სპლიტერი (10).

ფ: კენანი (23), ოკაფორი (19), ჰოლმსი (12), როტენი (12), კოვინგტონი (10).

 

ჩიკაგო-მემფისი         98:85

30:26, 20:27, 24:13, 24:19

ჩ: ბატლერი (24), როუზი (19), მაკდერმოტი (17), პ. გასოლი (10+14 მოხსნა).

მ: ლი (18+6 პასი), გრინი (11), რენდოლფი (10+11 მოხსნა).

 

ოკლაჰომა-პორტლენდი     106:90

31:26, 21:19, 36:22, 18:23

ო: დურანტი (24), უეიტერსი (18), უესტბრუკი (13), იბაკა (13+4 დაფარება), კანტერი (12+13 მოხსნა), ადამსი (11+11 მოხსნა).

პ: მაკალუმი (24), ლილარდი (20), პლამლი (14+10 მოხსნა).

 

სან ანტონიო-ვაშინგტონი     114:95

26:31, 29:21, 31:19, 28:24

ს-ა: ლეონარდი (27), ოლდრიჯი (14), მილსი (11), ჯინობილი (11+8 პასი), პარკერი (10+10 პასი), უესტი (9+10 მოხსნა).

ვ: უოლი (20+11 პასი), გორტატი (20+10 მოხსნა), უბრე (18), სეშენსი (10).

 

იუტა-ნიუ ორლეანი   94:104

24:27, 26:24, 29:22, 15:31

ი: ფეივორსი (22), ჰეივორდი (20), ბერკი (12).

ნ-ო: ანდერსონი (24), გორდონი (19), დევისი (17+13 მოხსნა), ჰოლიდეი (15), ევანსი (11).

 

გ. სტეიტი-ფინიქსი     128:103

26:28, 33:18, 46:19, 23:38

გ-ს: ტომპსონი (43), კარი (25+7 პასი), გრინი (16+11 მოხსნა+10 პასი+5 ჩაჭრა), რაში (11), სპეიტსი (11), ბოგუტი (0+12 მოხსნა).

ფ: ტელეტოვიჩი (24), უორენი (19), ნაითი (17).

 

კლიპერსი-მილუოკი 103:90

29:21, 25:22, 24:23, 25:24

კ: პოლი (21+8 პასი), რედიკი (19), გრიფინი (15), სმიტი (13).

 

მ: კარტერ-უილიამსი (17), მაიო (17+6 პასი), მიდლტონი (15+6 პასი), პარკერი (14), ჰენსონი (10), ანტენტოკუნმპო (9+11 მოხსნა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები