აგენტი: მორატას „იუვენტუსის“ დატოვება არ სურს
Aa
Aa

აგენტი: მორატას „იუვენტუსის“ დატოვება არ სურს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, ალვარო მორატას აგენტმა, ჯუზეპე ბოცომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ტურინის დატოვებასა და მადრიდის „რეალში“ დაბრუნებას არ აპირებს.

„ამ მომენტში მორატა „იუვენტუსის“ ერთგული რჩება. როდესაც საუბარი ასეთ ძლიერ მოთამაშეს ეხება, გადამწყვეტი სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის. მიუხედავად იმისა თუ რა პუნქტი წერია კონტრაქტში. ფეხბურთელი „იუვენტუსში“ თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის დატოვებაზე საერთოდ არ ფიქრობს“ - განაცხადა ჯუზეპე ბოცომ

 

შეგახსენებთ, რომ მორატა მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და იტალიის ჩემპიონებს გასულ ზაფხულს შეუერთდა. სატრანსფერო ხელშეკრულებაში კი არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც „რეალს“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები