მარადონა მორიგ სკანდალში გაეხვა
Aa
Aa

მარადონა მორიგ სკანდალში გაეხვა

დიეგო მარადონა მორიგ სკანდალში გაეხვა. ამჯერად არგენტინელი ყურადღების ეპიცენტრში, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, მიწასთან საკუთარი დისშვილის, მაჩუკას, გასწორების შედეგად მოხვდა.

57 წლის ფეხბურთელმა “Canal9”-ის შოუში, „Confrontados“-ში დარეკა და დისშვილის სკანდალურ კომენტარებზე ისაუბრა, რომელიც მისი და 29 წლის როკიო ოლივას ქორწინებას შეეხებოდა.

მარადონამ მაჩუკა პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა და ოლივასთან არსებული ურთიერთობა დაიცვა. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა: „ნომერ პირველ მატყუარას ვუყურებ და სამწუხაროა, რომ ის ჩემი დისშვილია“.

„მეცინება, რადგან ვხედავ, როგორ ცდილობთ მასთან ერთად ცრუ ინფორმაციაზე შოუს აწყობას“.

„მაჩუკა დედამისის ნახვას ვერ ახერხებს და მეც დიდი ხანია არ შევხვედრილვარ. წარსულში მან ჩემი ბევრი მანქანა დაამტვრია და იგი ის ადამიანია, რომელიც ფულს მპარავდა“!

"ის უდიდესი ლაჩარია და მუდამ იმალება"!!!

მარადონა ამაზე არ გაჩერებულა და მაჩუკას მიწასთან გასწორება განაგრძო: „ჩემზე რატომ ლაპარაკობ, მითუმეტეს თუ დედაშენიც წინააღმდეგია“?

„როცა გადავწყვეტ ცოლს მაშინ მოვიყვან! როდესაც დაქორწინებას დავაპირებ ხელს როკიოს ვთხოვ შენ კიარა“!!!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები