სლოვენიაში წარმატება რეალურია - ''ჩიხურამ'' ქომაგებს იმედი არ გაუცრუა
Aa
Aa

სლოვენიაში წარმატება რეალურია - ''ჩიხურამ'' ქომაგებს იმედი არ გაუცრუა

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე  საჩხერის ''ჩიხურამ'' ''მიხეილ მესხზე'' სლოვენიურ ''მარიბორს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

სოსო ფრუიძის გუნდმა გოლის გატანის რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა. ქართული კლუბი ფლობდა უპირატესობას. საჩხერულმა გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და საპასუხო მატჩამდე ქომაგს ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩინა.

პირველი ტაიმი

 ''მარიბორმა'' შექმნა პირველი რეალური საგოლე მომენტი. ლევან კაკუბავას შეცდომის შემდეგ სლოვენიურმა კლუბმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, ლუკა ზაჰოვიჩს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. ლუკა ზაჰოვიჩი წარსულში ცნობილი სლოვენიელი ფეხბურთელის, ზლატკო ზაჰოვიჩის შვილია.

23-ე წუთზე საჩხერის ''ჩიხურას'' ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, გიორგი გაბედავა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მეკარე ჰანდანოვიჩმა ზუსტად იმოქმედა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

პირველ ტაიმში ''ჩიხურას'' მეკარე დინო ჰამზიჩმა ორ ეპიზოდში არადამაჯერებლად ითამაშა. ჯერ იყო და ბურთს ფეხი ააცილა და ქართული კლუბი გოლს გადაურჩა, შემდეგ კი ბურთი უმისამართოდ ამოიტანა. ''მარიბორის'' ფეხბურთელი ჰამზიჩს ბურთს თავზე უგდებდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

მეორე ტაიმი

 შესვენების შემდეგ ''ჩიხურმ'' ორი სახიფათო შეტევა განახორციელა. მიხეილ სარდალიშვილმა ''მარიბორის'' კარის მიმართულებთ ორჯერ დაარტყა. პირველ შემთხვევაში ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს, შემდეგ კი სტუმართა მეკარემ დროულად იმოქმედა.

აღსანიშნავია ბუღრიძის შესრულებული სტანდარტი, ბურთმა მიმართულება შეიცვალა და კარს ოდნავ აცდა,

 74-ე წუთზე ''მარიბორის''  შემტევ ტავარეშს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა. ბრაზილიელმა ''ჩიხურას'' კარისკენ ბურთი სახიფათოდ დაარტყა, რიკოშეტის შემდეგ დინო ჰამზიჩმა შესანიშნავი სეივით ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მატჩის დასკვნით ნაწილში ''ჩიხურა'' დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გოლის გატანის რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა.

ბოლო რეალური საგოლე მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ მათაც დააკლდათ იღბალი. 

საპასუხო მატჩი 2 აგვისტოს სლოვენიაში გაიმართება.

''ჩიხურასა'' და ''მარიბორს'' შორის გამარჯვებული ''ოსიეკსა'' და ''რეინჯერსს'' შორის მოგებულს შეხვდება.

 

ჩიხურა - მარიბორი 0:0

26 ივლისი, თბილისი, ''მიხეილ მესხი''

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი (მეგრელიშვილი , გაბედავა, ლექვთაძე (კახაბრიშვილი 50), ბუღრიძე, კაკუბავა, ჩიკვაიძე (კ), სარდალიშვილი (დობროვოლსკი 78)

მთავარი მწვრთნელი:სოსო ფრუიძე

მარიბორი: ჰანდანოვიჩი, შულერი, ვრჰოვეცი, პილერი, ტავარეში (კ), ჰოტიჩი, ზაჰოვიჩი (ვრშიჩი 62), ბაიდე (მესანოვიჩი 81), დერვიშევიჩი (კრეტუ 60), ვილერი, ივკოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

გაფრთხილებები: პილერი (8), ზაჰოვიჩი (41), დერვიშევიჩი (45+1), სარდალიშვილი (59), მაისაშვილი (63), ბაიდე (64), 

მთავარი მსაჯი: კ. ბლომი (ჰოლანდია)

ფოტო: ''ჩიხურას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები