პოლ სქოულზი:
Aa
Aa

პოლ სქოულზი: "გუარდიოლა მანჩესტერის მთავარი მწვრთნელი რომ ყოფილიყო, გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო იქნებოდა და ყველაფრის შეცვლას შეეცდებოდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდას, პოლ სქოულზს მიაჩნია, რომ "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ტაქტიკა გუარდიოლასთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა.

პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი წინასასეზონო მატჩებს მართავს და გაცილებით დაბალი დონის ოპონენტებთან  "ამერიკასთან" და "სან ხოსესთან"  ჩატარებული ორი შეხვედრიდან "იუნაიტედმა" გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. ამხანაგური მატჩების შემდეგ "მანჩესტერის" გულშემატკივრებმა მოურინიოს კრიტიკა დაიწყეს და მიიჩნევენ, რომ მომდევნო შეხვედრებში გუნდმა შეტევაზე ორიენტირებული და  სანახაობრივი ფეხბურთი უნდა აჩვენოს.

"იუნაიტედის" ბოლოდროინდელ შედეგებს პოლ სქოულზი გამოეხმაურა და "BEINSPORTS"-თან საუბრისას განაცხადა.

"როდესაც მწვრთნელი ხარ და საკუთარი გუნდის თამაშს აკვირდები, შესაძლოა სათამაშო სტილით აღფრთოვანებული იყო. "მანჩესტერი" მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენის ნაცვლად, შედეგზეა ორიენტირებული და ალბათ ჟოზე ამით ძალიან ბედნიერია, ბოლო წლებში წარმატებას მან სწორედ ასეთი ტაქტიკით მიაღწია".

"გუარდიოლა "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი რომ ყოფილიყო, გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო იქნებოდა და ყველაფრის შეცვლას შეეცდებოდა, თუმცა მოურინიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგებია და იგი წარმატებას სწორედ ამით განსაზღვრავს".

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად განხორციელებული ტრანსფერებისა ჟოზე "მანჩესტერის" შემადგენლობით კვლავ უკმაყოფილოა.  ESPN-თან საუბრისას პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს გუნდში კიდევ ორ მოთამაშეს დაიმატებდა. შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" სატრანსფერო ფანჯრისას ფრედი, დალოტი და გრანტი გადმოიყვანეს,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები