Aa
Aa

"რომა" "ბარსას" სასამართლოში უჩივლებს?

ესპანური RAC1-ის ინფორმაციით, „რომამ“ მალკომის ტრანსფერთან დაკავშირებით, შესაძლოა, „ბარსელონას“ სასამართლოში უჩივლოს.

საქმე ბრაზილიელი მალკომის ტრანსფერს ეხება. როგორც მოგეხსენებათ კატალონიელებმა 21 წლის გარემარბი „ბორდოდან“ 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.

თავდაპირველად ჟირონდელებმა შეთანხმებას „რომასთან“ მიაღწიეს და იტალიელებმა ტრანსფერი დაადასტურეს კიდეც. მალკომი 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ რომში მიემგზავრებოდა.

რთულია ბოლო წლებში ასეთი ფაქტი გავიხსენოთ. „ბარსამ“ ტრანსფერი ბოლო წამს ჩაშალა და ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელსაც რომის აეროპორტში ასობით ქომაგი ელოდა, ბარსელონას რეისზე გადმოსვა.

„რომას“ ხელმძღვანელები და განსაკუთრებით კლუბის სპორტული დირექტორი მონჩი ფაქტით აღშფოთებულია. იტალიელები სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.

მათი თქმით „ბარსამ“ მალკომთან მოლაპარაკებები არაკანონიერად აწარმოა და ამისთვის ისინი პასუხს აგებენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში უფრო კონკრეტული ინფორმაცია გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები