Aa
Aa

"მესის „ინტერში“ ტრანსფერი"? - ძანეტიმ კომენტარი გააკეთა

მილანის „ინტერის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმ, რომელიც დღეს კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი გახლავთ, არგენტინის ნაკრებზე ისაუბრა.

ძანეტიმ ეროვნულ ნაკრებში მუშაობა არ გამორიცხა და გუნდის მიერ ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგები შეაფასა.

არგენტინის ნაკრებმა ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს. ყველაფერი უნდა გაანალიზდეს რაც ბოლო წლებში მოხდა და რაც რუსეთის მუნდიალზე იყო.

ეროვნული ნაკრები ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას. თუ ფედერაცია დახმარებას მთხოვს, ამით მადლობელი ვიქნები, მაგრამ დღეისთვის ჩემი კარიერა იტალიაშია.

მესის „ინტერში“ ტრანსფერი სრული ნონსენსია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მომწონს იმაზე ფიქრი, რომ მესის დრო ჯერ კიდევ არ წასულა. იმედია ჩვენ მისი თამაშით კიდევ ცოტათი მეტ ხანს ვისიამოვნებთ.

მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის სქემამ არ გაამართლა. მესისა და მარადონას ერთმანეთთან შედარება საჭირო არ არის“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ამ დრომდე მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. „ალბისელესტეს“ თავკაცის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, თუმცა ფავორიტი ჯერჯერობით არ გამოკვეთილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები