ლეიკემიის დიაგნოზიდან 6 თვის შემდეგ ენდრიუ ჯონსმა ჩატენა!
Aa
Aa

ლეიკემიის დიაგნოზიდან 6 თვის შემდეგ ენდრიუ ჯონსმა ჩატენა!

ლეიკემიის დიაგნოზიდან 6 თვის შემდეგ, ტეხასის უნივერსიტეტის გამთამაშებელმა, ენდრიუ ჯონსმა, ბურთი კალათში ჩატენა!

მან „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დანქის ამსახველ ვიდეოს თან ასეთი წარწერა დაურთო: „მე ადამიანი არ ვარ“!

20 წლის კალათბურთელს ლეიკემიის დიაგნოზი იანვარში დაუსვეს. ჯონსს ენერგია არ ჰქონდა და მარჯვენა მაჯის ტრავმიდან დაბრუნებული მოედანზე 20 წუთზე მეტს ვერცერთ შეხვედრაში ატარებდა. ენდრიუმ ორი მატჩის გამართვის შემდეგ ექიმებთან კონსულტაციის გავლა გადაწყვიტა. დაზიანების მიღებამდე იგი გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ და საშუალოდ 15.3 ქულას აგროვებდა.

ლეიკემიასთან ბრძოლა ჯონსმა უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო. თავდაპირველად საწოლიდან წამოდგომა და გადაადგილებაც საკმაოდ რთული იყო. სამკვირიანი მკურნალობის დასრულებისთანავე ენდრიუმ „ტვიტერზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნიღბით და ხელთათმანებით „გამოწყობილი“ ბურთს კალათისკენ ისროდა...

საბედნიეროდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, თებერვალში იგი საავადმყოფოდან გამოწერეს, ხოლო გასულ თვეს საერთო საცხოვრებელში გადავიდა და საკალათბურთო აქტივობებს დაუბრუნდა.

ენდრიუს ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა 24 ივლისს „ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ „ტეხასის“ უკანახაზელს ენერგია დაუბრუნდა და ბურთის კალათში ჩატენვა შეუძლია.

ჯონსმა მონაწილეობა 2017 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Draft Combine-ში მიიღო, თუმცა კოლეჯში დაბრუნება და სროლის გაუმჯობესება გადაწყვიტა. ენდრიუ ტრავმის მიღებამდე პერმიეტრიდან 46 პროცენტით უტევდა. „ტეხასის“ უნივერსიტეტმა მის დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო და იანვრისთვის 20000 დოლარი ააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები