ტაპია:
Aa
Aa

ტაპია: "ვფიქრობ მესი სანაკრებო კარიერას გააგრძელებს...მას უნდა შევეშვათ"

ყველას აინტერესებს გააგრძელებს თუ არა ლეო მესი სანაკრებო კარიერას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არგენტინული და ესპანური პრესა უკვე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.

არსებობს მოსაზრება, რომ მესის დუმილი მისი სანაკრებო კარიერის გაგრძელებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

დღეს Radio Miter-თან საუბრისას არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ ლეოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ნაკრებში დარჩება.

„ვფიქრობ მესი სანაკრებო კარიერას გააგრძელებს. მას უნდა შევეშვათ და მშვიდად ყოფნის საშუალება მივცეთ.

ჩვენ ახალი პროექტი უნდა დავიწყოთ და შევხედოთ როგორ წავა საქმე.

მას უყვარს არგენტინის ნაკრები. ამ მტკივნეული დარტყმის შემდეგ ის რთულ სიტუაციაშია, თუმცა არგენტინას მესი სჭირდება.

ჩვენ ვფიქრობთ ის სუპერგმრია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისიც ადამიანია. ლეოს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია და ჩვენ მასზე ვზრუნავთ“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება. ამ დროისთვის მესი უკვე 35 წლის იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები