კარმელო ენტონი
Aa
Aa

კარმელო ენტონი "ჰიუსტონში" წავა!

Yahoo სპორტის ინფორმაციით 34 წლის მსუბუქი ფორვარდი კარმელო ენტონი კარიერის "ჰიუსტონში" გააგრძელებს და ტეხასელებთან ერთწლიან ვეტერანის მინიმუმზე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება, 2.4 მილიონ დოლარი იქნება.

ენტონის "როქეთსში" ოფიციალურად გადასვლა მომავალ კვირას შეეძლება, შეგახსენებთ, რომ კარმელო "ოკლაჰომამ" 2022 წლის პირველი რაუნდის არჩევანის უფლებასთან ერთად ატლანტაში დენის შროდერის და მაიკ მუსკალას სანაცვლოდ გაუშვა, ეს უკანასკნელი საბოლოოდ "ფილადელფიაში" აღმოჩნდა, ხოლო "თანდერმა" ტიმოთე ლუვავუ კაბარო გადმოიბირა.

კარმელომ 2018-19 წლების სეზონში განკუთნილი ხელფასი, 27.9 მილიონი დოლარი "ატლანტასგან" მიიღო და ჯორჯიელებმა მისი კონტრაქტიც გამოისყიდეს. მარკ შტაინის ინფორმაციით კარმელო "ჰიუსტონში" თამაშით მოხიბლულია და კრის პოლთან ერთად წარმატებული სეზონის ჩატარებას გეგმავს.

შარშან "ოკლაჰომას" შემადგენლობაში ენტონი საშუალოდ 16.2 ქულას, 5.8 მოხსნას და 1.3 გადაცემას აგროვებდა. მელო მოედნიდან 40 ხოლო სამიანიდან 35 პროცენტით უტევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები