თურქეთში მესუთ იოზილის ქუჩაზე ბილბორდზე გამოსახული ფოტო შეცვალეს
Aa
Aa

თურქეთში მესუთ იოზილის ქუჩაზე ბილბორდზე გამოსახული ფოტო შეცვალეს

თურქეთის იმ ქალაქში, სადაც მესუთ იოზილის წინაპრები ცხოვრობდნენ „არსენალის“ ვარსკლავის სახელობის ქუჩა არსებობს.

ქალაქის მთავრობამ მესუთის მხარდასაჭერად ბილბორდზე გერმანიის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი იოზილი ერდოღანთან შეხვედრის ამსახველი ფოტოთი ჩაანაცვლა.

„მესუთ იოზილის ქუჩა“ ზონგულდაკში, დევრეკის რაიონში მდებარეობს. ქალაქის მმართველებმა თავის დროზე ქუჩის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება თურქეთში დაბადებული და გელზენკირხენში გაზრდილი მოთამაშის მიღწევების საპატივცემულოდ მიიღეს.

დევრეკის მერმა, მუსტაფა სემერჩიმ განაცხადა: „გერმანიის ნაკრების ფორმით გამოწყობილი იოზილის ფოტოს აღებას და მისი და ერდოღანის ფოტოთი ჩანაცვლებას ვაპირებთ“.

სოფლის მმართველმა, აბდურაჰმან იანაზმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „მესუთის მიერ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილებით ვამაყობთ. ჩვენ იგი ძალიან გვიყვარს და მხარს ყველა საკითხში ვუჭერთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები