პირლო:
Aa
Aa

პირლო: "რონალდუს "იუვესთვის" ისეთი რაღაცის მიცემა შეუძლია, რაც კლუბს სჭირდება"

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეა პირლომ თავისი ყოფილი კლუბის - „იუვენტუსის“ ახალ შენაძენზე ისაუბრა. პირლო აღნიშნავს, რომ რონალდუ „იუვეს“ შემატებს იმას, რაც ამ გუნდს სჭირდება.

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსისთვის“ ისეთი რაღაც ექსტრემალურის შემატება შეუძლია, რაც კლუბს სჭირდება.

ბედნიერი ვარ, რომ დიდი ჩემპიონი „ვეკია სინიორას“ შეუერთდა. თუნდაც მისნაირი ფეხბურთელის შეძენა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას უეჭველად მოიგებ, მაგრამ ახლა „იუვეს“ ამის მეტი შანსი ექნება.

რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელსაც გუნდისთვის ბალანსის შენარჩუნება და „იუვესთვის“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დახმარების გაწევა შეუძლია“. - განუცხადა პირლომ Sky Sport Italia-ს.

ანდრეა პირლომ რამდენიმე კვირის წინ სამწვრთნელო კურსები წარმატებით დაასრულა და თუკი სექტემბერში გამოცდას ჩააბარებს, ახალგაზრდული გუნდის გაწვრთნა და სერია C-ს კლუბის მთავარი მწვრთნელობა, ასევე, სერია A-სა და სერია B-ში მთავარი მწვრთნელის ასისტენტობა შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები