L’Equipe: მბაპემ 1/2 ფინალური და ფინალური მატჩი ტრავმით ითამაშა!..
Aa
Aa

L’Equipe: მბაპემ 1/2 ფინალური და ფინალური მატჩი ტრავმით ითამაშა!..

ფრანგული პრესა მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩი ტრავმის თანხლებით ითამაშა.

L’Equipe-ს ცნობით, მბაპეს ხერხემლის დაზიანება ჰქონდა, რომელიც მას ბელგიასთან და ხორვატიასთან შეხვედრებისას აწუხებდა. კონკრეტულად, ეს იყო ხერხემლის 3 მალის ბლოკირება, მალები არხს ჰქმნიან, რომელშიც ზურგის ტვინი გადის. აღნიშნული ბლოკირება სიცოცხლისთვის საკმაოდ სახიფათოა და არსებობს ალბათობა, რომ ზურგის ტვინის გათიშვა გამოიწვიოს.

როდესაც იგი შხაპს იღებდა, საშინელი ტკივილი იგრძნო და სანამ უეცარი სისუსტე იგრძნო, იქამდე მტვრევის ხმა გაიგო“. - წერია L’Equipe-ს სტატიაში.

საფრანგეთის ნაკრების სამედიცინო შტაბმა მბაპეს გარკვეული დახმარება გაუწია, თუმცა სერიოზული ჩარევა არ მომხდარა, რათა ფეხბურთელის ტრავმა არ გახმაურებულიყო.

"ჩვენი პლუსიც სწორედ ესაა, რომ აღნიშნული ამბავი არ გახმაურდა და მეტოქეს ჩემი სენსიტიური ადგილის გამო, უპირატესობის მიღების საშუალება არ მიეცა". - აცხადებს 19 წლის ვარსკვლავი.

კილიან მბაპემ როგორც ბელგიასთან, ასევე ხორვატიასთან მოედანზე 90 წუთი გაატარა და ფინალურ დაპირისპირებაში გოლიც შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები