პოგბას
Aa
Aa

პოგბას "იუვენტუსში" დაბრუნება და რონალდუსთან თამაში სურს!

პოლ პოგბას მომავალთან დაკავშირებით სრული ქაოსია. ფრანგი ვარსკვლავის სახელს რამდენიმე გუნდთან აკავშირებენ.

ყველაზე ხშირად პრესაში „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ სახელები გვხვდება.

საბოლოოდ პოგბა მოურინიოს ვერ შეეწყო და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

თუ ფრანგი წელს „იუნაიტედში“ დარჩება, სავარაუდოდ „ოლდ ტრაფორდზე“ ეს მისი ბოლო სეზონი იქნება. ბრიტანულ პრესას ამის თქმის საფუძველს მოურინიო-პოგბას ხასიათი და საფეხბურთო ხედვა აძლევს.

დღეს ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პოგბას ტურინის „იუვენტუსში“ დაბრუნება და რონალდუს გვერდით თამაში სურს.

25 წლის ფრანგი „ბებერი ქალბატონის“ ახალი ხედვით მოხიბლულია და დაბრუნება სურს.

გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელის აზრით იგი თავის პოტენციალს „იუვენტუსში“ უფრო გამოავლენს, ვიდრე მოურინიოს ფორმაციის „მანჩესტერში“.

როგორც მოგეხსენებათ, „წითელმა ეშმაკებმა“ 2016 წელს „იუვენტუსიდან“ პოგბა 114 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.

რთული მისახვედრი არ არის, რომ ტურინელებს ფრანგის უკან დასაბრუნებლად ხსენებულ თანხაზე გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ.

რონალდუს 112 მილიონად შეძენის შემდეგ რთული წარმოსადგენია, რომ იტალიელებმა ამხელა თანხის გადახდა ზედიზედ მეორედ მოახერხონ.

პოგბას ირგვლივ ვითარება კვლავ ბუნდოვანია და ამ ეტაპზე გადაჭრით ვერ ვიტყვით თუ რომელი გუნდის შემადგენლობაში ვიხილავთ მას ახალი სეზონიდან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები