Aa
Aa

"ჩელსის" პრობლემა - "სტემფორდ ბრიჯზე" მოწევა აკრძალულია! რა უნდა ქნას სარიმ?

„ჩელსის“ ხელმძღვანელობა „სტემფორდ ბრიჯზე“ ეძებს ადგილს სადაც მაურისიო სარი სიგარეტის მოწევას მშვიდად შეძლებს.

თამბაქოს მოყვარული იტალიელი სპეციალისტი დღეში საშუალოდ 80 (!) ღერს ეწევა.

59 წლის მწვრთნელი იმითაც არის ცნობილი, რომ „ნაპოლიში“ ყოფნის დროს ის სათადარიგოთა სკამზეც კი ეწეოდა.

ბრიტანეთში კი 2006 წლიდან სამუშაო ადგილებსა და დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია. ეს კანონი საფეხბურთო სტადიონებზეც ვრცელდება.

Mirror-ის ინფორმაციით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე „ჩელსის“ „სტემფორდ ბრიჯზე“ რაიმე ადგილის ან ოთახის მოძებნა მოუწევს, რომ სარიმ მოწევა შეძლოს.

მაურიციო სარის „ლურჯების“ თავკაცის პოსტზე პირველი მატჩი 18 აგვისტოს „არსენალის“ წინააღმდეგ ელოდება. შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართება.

გასულ სეზონში „ლაიპციგმა“ ევროპა ლიგაზე „ნაპოლისთან“ მატჩის წინ სარის გასახდელში სპეციალური ოთახი მოუწყო, სადაც მას სიგარეტის მოწევა შეეძლებოდა.

„ჩელსისაც“ რაღაც მსგავსის მოფიქრება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები