Aa
Aa

"ვერ ვიტან, როდესაც ხალხი, რომელსაც ცხოვრებაში ბურთთან კონტაქტი არ ჰქონია, ჩემს მომავალს წყვეტს"

ხორვატიის ნაკრების თავკაცმა  ზლატკო დალიჩმა საკუთარ სტატუსზე, ფინალურ დაპირისპირებაზე და ეროვნულ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ბალკანელების წარმატებული სვლის შემდეგ დალიჩით იაპონიის და ეგვიპტის ნაკრები და პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, ხორვატიულ გამოცემასთან საუბრისას ზლატკომ განაცხადა.

„მოგწონთ თუ არა  მსოფლიოს მეორე საუკეთესო მწვრთნელი ვარ და ხუთი მილიონი დოლარი ასეთი სტატუსი მქონე სპეციალისტისთვის საკმაოდ პატარა თანხაა. ფინანსები ყველასთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის იგი ნომერ პირველი ფაქტორი არაა. ნაკრებთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, მაგრამ მარტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ტურნეს შემდეგ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ეს როდის მოხდება ვერ გეტყვით.

ვერ ვიტან, როდესაც ხალხი, რომელსაც ცხოვრებაში ბურთთან კონტაქტი არ ჰქონია, ჩემს მომავალს წყვეტს. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და არავის მივცემ ჩემთან თამაშის და ორ თვეში გუნდიდან გაგდების უფლებას.

ინტერვიუს დასასრულს დალიჩი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს შეეხო.

„მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის შედეგით დამწუხრებული და ვარ წუხილს მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ვერდავივიწყებ. ჩვენ შეგვეძლო მსოფლიო ჩემპიონები გავმხდარიყავით და ვფიქრობ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ვიმსახურებდით კიდეც, თუმცა ღმერთს ჩვენი გამარჯვება არ სურდა. უკეთეს გუნდთან ნამდვილად არ დავმარცხებულვართ, საფრანგეთს უბრალოდ ჩვენზე მეტად გაუმართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები