Aa
Aa

იკერ კასილასმა ლორის კარიუსი დაიცვა

ლეგენდარულმა ესპანელმა გოლკიპერმა, იკერ კასილასმა „ლივერპულის“ მეკარე, ლორის კარიუსი, „დორტმუნდთან“ დაშვებული მორიგი შეცდომის შემდეგ დაიცვა.

 

კასილასი, რომელმაც „რეალის“ შემადგენლობაში 725 შეხვედრა ჩაატარა ამჟამად „პორტუს“ ღირსებას იცავს. „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში იკერმა 25 წლის კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა: "ლორის კარიუსის მისამართით განხორციელებული შეურაცხყოფები ოდესმე დასრულდება? მასზე ისე ვსაუბრობ, როგორც ყველა სხვა გოლკიპერზე!

"მსოფლიოში გაცილებით სერიოზული პრობლემები გვაქვს! ამის დედაც! დაანებეთ ბიჭს თავი! იგი ზუსტად ისეთი ადამიანია, როგორიც ჩვენ “.

„ლივერპულმა“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველი შეხვედრა „დორტმუნდთან“ 3-1 წააგო. კარიუსმა შეცდომა მატჩის მიწურულსაც დაუშვა და ბურთი ცხვირწინ მოიგერია, რითიც ლარსენმა ისარგებლა და 93-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ კარიუსი შეურაცხყოფის ობიექტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებული ორი შეცდომის შემდეგ გახდა და გამონაკლისი არც გერმანულ გუნდთან გამართული მატჩი ყოფილა.

კარიუსის მომავალი „მერსისაიდულ“ კლუბში ბუნდოვანია, "ლივერპულმა"  ბრაზილიელი გოლკიპერი, ალისონი, შეიძინა და მომავალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში დიდი ალბათობით სწორედ მას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები