Aa
Aa

"მანჩესტერთან" კაშიას დებიუტი შედგა! ყაზაიშვილი გოლთან ძალიან ახლოს იყო!

გამთენიისას აშშ-ში “მანჩესტერ იუნაიტედმა“ წინასასეზონო შეხვედრა ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსესთან“ ჩაატარა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

კაშიამ, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი იყო შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. რაც შეეხება ვაკოს, ის მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

„სან ხოსეს“ მთავარმა მწვრთნელმა შესვენებაზე მთელი გუნდი შეცვალა და ყაზაიშვილიც მოედანზე სწორედ ამის შემდეგ ვიხილეთ.

შეხვედრაში გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი სწორედ ქართველ შემტევს ჰქონდა. მისი დარტყმული მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

ამერიკული გუნდის twitter-ის გვერდზე ყველაზე დიდი ყურადღება კაშიას დებიუტსა და ყაზაიშვილის საგოლე მომენტს დაეთმო.

აქვე გეტყვით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი“ ამერიკულ ტურნეს განაგრძობს და მისი მომდევნო მეტოქე „მილანი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები