190 მილიონი საკმარისი არ არის!
Aa
Aa

190 მილიონი საკმარისი არ არის! "ჩელსიმ" "რეალის" წინადადება დაბლოკა!

Mirror-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსიმ" მადრიდის "რეალის" 190 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა.

"არისტოკრატების" პოზიცია ასეთია - აზარი გაცილებით ძვირი ღირს!

"ჩელსი" გეგმავს, რომ ბელგიელ ფეხბურთელს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს და გუნდში დარჩენა გადააწყვეტინოს.

ახალი წინადადების მიხედვით აზარი კვირაში 300 000 ათას ფუნტს მიიღებს.

რიცხვი მართლაც რომ შთამბეჭდავია...

"რეალს" წინადადების გაუმჯობესება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თამაში "ჩელსის" წესებით მოუწევთ.

"არისტოკრატებს" გარიგებაში მარკოს ასენსიოს ჩართვა სურთ, რაც სამეფო კლუბისთვის ხელსაყრელი პირობა ნამდვილად არ არის.

როგორც ჩანს, ერთი შეხედვით პროგნოზირებადი ტრანსფერი არც თუ ისე მოსალოდნელი ყოფილა.

ფეხბურთელის "რეალისადმი" სიმპათიის მიუხედავად, ის "ჩელსის" მიმართ უპატივცემულობის გამოხატვას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები