ლუის ჰამილტონი
Aa
Aa

ლუის ჰამილტონი "ფორმულა 1"-ში დარჩენას 37 წლამდე აპირებს

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში 37 წლამდე აპირებს დარჩენას. "მერსედესის" 30 წლის პილოტი უკვე ფიქრობს იმაზე, რას გააკეთებს მრბოლელის კარიერის დასრულების შემდეგ.

"ვაპირებ მეოთხე, მეხუთე და შემდეგი ჩემპიონატების მოგებას, - ამბობს ჰემილტონი. - ახლა, 30 წლის ვარ, ასე რომ, თანდათან ჩნდება რბოლების მიღმა ახალი მიზნები. ეს ჩემთვის მოხერხებული სამყაროა, რომელშიც გავიზარდე, მიყვარს და კარგად ვიცნობ მას.

მაგრამ ახლა მესმის, რომ სამყარო უფრო დიდია. არსებობს ბევრი რამ, რაც შეიძლება გააკეთო და გაიგო. ასე რომ, ვეძებ კარიერის შემდეგ ჩემს მომავალ საქმიანობას. ბოლო წლებმა სწრაფად გაირბინეს. ვფიქრობ, უკვე 37 წლის ასაკში დავასრულებ კარიერას".

ცხელი ამბები