ტუხელი რაბიოს ტრანსფერზე:
Aa
Aa

ტუხელი რაბიოს ტრანსფერზე: "ის ერთადერთია რომელსაც გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლია"

"ბარსელონა" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ამისთვის კანდიდატებიც შერჩეული ჰყავს.

ერნესტო ვალვერდეს ძალიან ხიბლავს "პსჟ"-ს ფრანგი ნახევარმცველი ადრიენ რაბიო, რომელიც გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არ გახლავთ.

კატალონიელებსა და პარიზელებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბარსა" 40 მილიონ ევროს იხდის.

როგორც ჩანს მალე ყველაფერი დასრულდება. ამას ტომას ტუხელის სიტყვები ადასტურებს.

"პსჟ"-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა "ბაიერნთან" (1:3) გამართული წინასასეზონო მატჩის შემდეგ რაბიოს შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია ის დარჩეს. რაბიოს პოტენციალს ყველა ხედავს და მას გაზრდა კიდევ შეუძლია.

რაც შეეხება მის კონტრაქტს, ამ სიტუაციაში ის ერთადერთია რომელსაც გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლია.

მას შეუძლია დარჩეს და ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტაცია გაიაროს, ან წავიდეს და ახალი გამოცდილება მიიღოს".

ესპანურ-ფრანგულ პრესას თუ დავუჯერებთ, რაბიოს ბედი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები