100 მილიონი -
Aa
Aa

100 მილიონი - "ჩელსი", "ბარსა" და უკვე "სიტიც" - პიანიჩისთვის ბრძოლა გრძელდება

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, მირალემ პიანიჩისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტიც" ჩაერთო.

"ქალაქელები" ბოსნიელი ნახევარმცველის შესაძენად მზად არიან და "იუვენტუსს" 100 მილიონ ევროსაც სთავაზობენ.
როგორც ცნობილია, პიანიჩით ლონდონის "ჩელსი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

28 წლის ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" რიგებში შეუცვლელი ფიგურაა და მას ფასიც შესაბამისი აქვს.

"ჩელსი" სათამაშო სტილს იცვლის და მაურისიო სარის ნახევარდაცვის ცენტრში მეტად კრეატიული მოთამაშეები სურს. პიანიჩის მიმართ დაინტერესებაც სწორედ მისი ინიციატივა გახლავთ.

ლონდონელებს სათადაირგო გეგმაც აქვთ. რუსი ალექსანდრ გოლოვინი, რომელმაც მუნდიალზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, შესაძლოა "ლურჯებში" გადაბარგდეს.

რაც შეეხება "ბარსას", ინიესტას წასვლის შემდეგ ვალვერდე ნახევარმცველს ეძებს და პიანიჩთან ერთად ის ადრიენ რაბიოს ვარიანტსაც განიხილავს.

ამ ეტაპზე "სიტი" ბოსნიელისთვის ბრძოლაში უდაო ფავორიტია, რადგან "არისტოკრატებისთვის" 100 მილიონიანი წინადადება ამ ეტაპზე სხვა გუნდს არ შეუთავაზებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები