არაბიძის ფანსტასტიური გოლი - მორიგი გოლი პორტუგალიურ კლუბში
Aa
Aa

არაბიძის ფანსტასტიური გოლი - მორიგი გოლი პორტუგალიურ კლუბში

პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში აღზევებულმა ''ნასიონალმა'' ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

''ნასიონალმა'' 2:1 დაამარცხა ''ამორა.'' გამარჯვებულთა შორის გიორგი არაბიძე თადარიგში იყო, მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და მარცხენა ფეხით ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდზე ვკითხულობთ, არაბიძის გოლი ფანტასტიური იყო.

 

დონეცკის ''შახტარის'' ყოფილმა ფეხბურთელმა მოსამზადებელ ეტაპზე პორტუგალიურ კლუბში მესამე გოლი შეაგდო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის მოთამაშე მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა ''ნასიონალს.''

 ასევე იხილეთ

არაბიძემ გაიტანა - სადებიუტო გოლი პორტუგალიურ კლუბში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები