20 წლის ქართველის გოლები ავსტრიის თასზე - გამარჯვება უხვგოლიან შეხვედრაში
Aa
Aa

20 წლის ქართველის გოლები ავსტრიის თასზე - გამარჯვება უხვგოლიან შეხვედრაში

ავსტრიის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ''კაპფენბერგის'' 20 წლის ქართველმა შემტევმა ლევან ელოშვილმა დუბლი შეასრულა. 

''კაპფენბერგმა'' სტუმრად 5:3 დაამარცხა ''რაიხენაუ.''  69-ე წუთზე ლევან ელოშვილი თამაშში ჩაერთო. 75-ე წუთზე მისი გოლით ანგარიში 4:2 გახდა. მატჩის მესამე დამატებულ წუთზე ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა.

ლევან ელოშვილი ''კაპფენბერგის'' ღირსებას 2017 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

ელოშვილის პირველი გოლი

 

ელოშვილის მეორე გოლი

მატჩის შემდეგ ლევან ელოშვილი  crystalsport-ს ესაუბრა

''პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, 3:1-ს ვიგებდით. სამწუხაროდ, მეორე ტაიმის დასაწყისში 10 ფეხბურთელით დავრჩით მინდორზე, შემდეგ კი სტანდარტული ვითარებისას გოლი გავუშვით.

ბოლო ორი გოლი კონტრშეტევისას შევაგდეთ. დუბლის შესრულებით ძალიან ბედნიერი ვარ. ხუთი საათი გზაში ვიყავით, თუმცა მოვახერხეთ გამარჯვება.

იმედი მაქვს ახალ სეზონში ხშირად მომიწევს მოედანზე გასვლა. გუნდის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ამჟამად ძირითად ბირთვს ახალგაზრდები წარმოვადგენთ'' - აღნიშნა ელოშვილმა.

შეგახსენებთ. გასული სეზონის მიწურულს, ავსტრიის რანგით მეორე ლიგის სეზონის ბოლო ტურში ''რიდმა'' შინ 7:1 გაანადგურა ''კაპფენბერგი,'' რომლის მხრიდან ერთადერთი გოლი ლევან ელოშვილმა გაიტანა. ლევანი სასტარტოში მეორედ მოხვდა და 90 წუთი ითამაშა. თამაშის შედეგზე გავლენა მოახდინა იმ ფაქტია, რომ ელოშვილის გუნდმა მეორე ტაიმი რიცხვობრივ უმცირესობაში, 10 ფეხბურთელით გაატარა.

გასული სეზონის დასკვნითი ტური - ელოშვილის სადებიუტო გოლი

20 წლის ფეხბურთელი ავსტრიულ გუნდში მეორე სეზონს ატარებს. მან გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი დასკვნით ტურში შეაგდო. ქართველმა ნახევარმცველმა პროფესიულ დონეზე სადებიუტო გოლი სწორედ ''რიდთან'' გაიტანა. ასე რომ ავსტრიის თასის გათამაშების ჩათვლით ელოშვილის ანგარიშზე 3 გოლია.

გია გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელობისას ელოშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები