„რეალმა“ თვალი ალექსის სანჩესს დაადგა
Aa
Aa

„რეალმა“ თვალი ალექსის სანჩესს დაადგა

ლონდონის "არსენალი" შესაძლოა, ალექსის სანჩესის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგეს.

ამის მიზეზი ისაა, რომ მადრიდის "რეალში" ამ სეზონის მერე დიდი შანსია, დიდი ცვლილებები მოხდეს და თვით კრიშტიანო რონალდოს წასვლაც კი არ არის გამორიცხული.

შესაბამისად, "სამეფო გუნდი" ახალ, კარგ და შედარებით ახალგაზრდა შემტევს ეძებს. სანჩესი კი მადრიდელთათვის იდეალური ვარიანტია. 26 წლის ჩილელს ლა ლიგაში უკვე ნათამაშები აქვს და თანაც, "ბარსელონაში". რთული სათქმელია რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ტრანსფერის განხორციელება, მაგრამ მადრიდის „რეალის“ შესაძლებლობების გათვალისწინებით, გამორიცხული არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები