Aa
Aa

ფეხბურთელი მძიმე სენის მქონე ქომაგს დაეხმარა - დიეგოს სამაგალითო ქმედება

''ფლამენგოს'' ქომაგ ილანას მედიკოსებმა იბროზულ-კისტოზური დეგენერაცია დაუდგინეს, მაგრამ მან მნიშვნელოვან მატჩზე დასწრების შანსი ხელიდან არ გაუშვა. იბროზულ-კისტოზური დეგენერაცია გულისხმობს, რომ სიცოცხლისთვის ჟანგბადის აპარატის გამოყენება აუცილებელია.

''ვერდერის'' ყოფილმა ფეხბურთელმა დიეგომ ილანას სიცოცხლისთვის აუცილებელი ჟანგბადის აპარატი მხარზე გადაიკიდა. როდესაც გუნდები ბრაზილიის ჰიმნს მღეროდნენ, ქომაგი დიეგოს გვერდით იმყოფებოდა ე.წ. ''მასკოტის'' ამპლუაში.

დიეგომ ამგვარი ქმედებით ქომაგს დიდი სიხარული მიანიჭა. ტურინის ''იუვენტუსის'' ყოფილი ნახევარმცველი ილანას შესანიშნავ საფეხბურთო ატმოსფეროში მოხვედრაში დაეხმარა.

მატჩი ''სან პაოლოს'' გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი დიეგო 2016 წლიდან ''ფლამენგოს'' ფეხბურთელია. მას არაერთ ევროპულ კლუბში უთამაშია. ის ტურინის ''იუვენტუსის,'' მადრიდის ''ატლეტიკოს,'' ''პორტუს,'' ''ვერდერის,'' ''ვოლფსბურგისა'' და ''ფენერბახჩეს'' ღირსებას იცავდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები