''ევერტონის'' მოულოდნელი წინადადება - ''მერსისაიდელები'' სარეკორდო ტრანსფერს უახლოვდებიან
Aa
Aa

''ევერტონის'' მოულოდნელი წინადადება - ''მერსისაიდელები'' სარეკორდო ტრანსფერს უახლოვდებიან

Sky Sports-ის ცნობით ''ევერტონი'' ''უოტფორდის'' ფორვარდ რიშარლისონის შეძენით დაინტერესდა. ''მერსისაიდული'' კლუბი მზადაა ბრაზილიელ ფორვარდში 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, რაც კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერი იქნება. BBC-ის ცნობით მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არინ.

2017 წლის ზაფხულში ''ევერტონმა'' 45 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გილფი სიგურდსონი შეიძინა. ინგლისური კლუბის ისტორიაში ისლანდიელი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, თუმცა ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერის შემთხვევაში რეკორდი გაუმჯობესდება.

ამჟამად ''ევერტონის'' მთავარი მწვრთნელი მარკო სილვაა, რომელიც გასულ სეზონში ''უოტფორდს'' წვრთნიდა. სწორედ მისი ინიციატივით გადავიდა რიშარლისონი ინგლისის პრემიერლიგაში.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ 41 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ''უოტფორდიდან'' ''ევერტონში'' წავიდა. მას სურს რიშარლისონი ''ევერტონის'' ფორმით იხილოს.

21 წლის სამხრეთამერიკელი ''უოტფორდს'' 2017 წელს შეუერთდა და პრემიერლიგის საწყის 12 მატჩში 5 გოლი შეაგდო. ფორვარდს ''ატლეტიკო მინეიროსა'' და ''ფლუმინენსეში'' უთამაშია. ''უოტფორდი'' მისი პირველი ევროპული კლუბი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები