''ნაპოლი'' ბენზემას ტრანსფერს გამორიცხავს - ფრანგი მოლაპარაკებას ''მილანთან'' აწარმოებს
Aa
Aa

''ნაპოლი'' ბენზემას ტრანსფერს გამორიცხავს - ფრანგი მოლაპარაკებას ''მილანთან'' აწარმოებს

ქარიმ ბენზემამ შესაძლოა კარიერა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს. ფრანგი ფორვარდი მოლაპარაკებას ''მილანთან'' აწარმოებს. ბენზემას წარმომადგენელი კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერის თაობაზე ესაუბრა.  ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულს ''რეალიდან'' წასვლის სურვილი აქვს.

30 წლის ფეხბურთელს ''სამეფო კლუბთან'' კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

იტალიური მედიის ცნობით ბენზემას შეძენით ''ნაპოლიც'' იყო დაინტერესებული, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ინფორმაცია არ დაადასტურა.

''ნაპოლის'' პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ბენზემას შესახებ ისაუბრა. ნეაპოლური კლუბის მმართველი ფრანგის გადაბირებას გამორიცხავს.

კითხვაზე შეიძენს თუ არა ''ნაპოლი'' ანხელ დი მარიასა და ბენზემას, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: ''ჩვენ გავიფორმებთ ორ ვეტერანს? პატივისცემა ორივე ფეხბურთელის მიმართ, თუმცა ეს გამორიცხულია.''

ბენზემა ''ლიონის'' საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. მისი პირველი პროფესიული კლუბი სწორედ ''ლიონი'' იყო. 2009 წლიდან ესპანურ გრანდში ასპარეზობს. ტანმაღალმა ფორვარდმა ლა ლიგა ორჯერ მოიგო.

2015 წლის შემდეგ ბენზემას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები