Aa
Aa

"თქვენდამი ნდობა დავკარგეთ...შენ უკვე ათჯერ მკითხე ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა"

ხორვატიასთან 0:3-ის წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა ხორხე სამპაოლი და მისი ასისტენტები სასაუბროდ იხმეს. შეხვედრა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.

ამ ინფორმაციას გავლენიანი არგენტინული გამოცემების TyC Sports-ის ჟურნალისტი და Ole-ს მიმოხილველი არიელ სენოსიანი ავრცელებს.

გუნდი სამვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებითა და სამუშაო სტილით უკმაყოფილო იყო.

და საუბარიც დაიწყო:

გუნდი: "თუ თქვენ ნერვიულობთ, ეს ფეხბურთელებზეც აღიქმება. გუნდს აღარ ჯერა, რომ თქვენ რამე ღირებულს მიაღწევთ კოლექტივთან ერთად".

გუნდის პოზიციას ხავიერ მასკერანო და ლეო მესი აფიქსირებდნენ. საუბარი გაგრძელდა: "ჩვენ არ გვესმის თუ რას ლაპარაკობთ. თქვენდამი ნდობა დავკარგეთ და გვსურს პოზიცია დავაფიქსიროთ".

სამპაოლი საუბარში ჩაერთო და პირველი კითხვა დასვა: "პოზიცია რის შესახებ"?

გუნდი: "ყველაფრის შესახებ".

სამპაოლი: "და თქვენ გსურთ გუნდი გააკონტროლოთ და ყველაფერს მიხედოთ"?

მესიმ დააკონკრეტა: "შენ უკვე ათჯერ მკითხე თუ რომელი მოთამაშეების ხილვა მსურდა შემადგენლობაში და რომლების არა და მე შენთვის არასდროს დამისახელებია სახელები. მითხარი ოდესმე თუ მითქვამს შენთვის ასეთი რამ"?

ოთახში სადაც საუბარი მიმდინარეობდა, 23 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის სამივე წარმომადგენელი იმყოფებოდნენ. იქვე იყო ფედერაციის პრეზიდენტიც კლაუდიო ტაპიაც, რომელიც საუბარში მხოლოდ ერთხელ ჩაერთო და სამპაოლის უთხრა: "უნდა დათმო".

ამ შეხვედრის შემდეგ კონსესუსი შედგა. არგენტინამ ნიგერიასთან განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა და 2:1 გაიმარჯვა.

სამპაოლის თანაშემწეს სებასტიან ბეჩაჩეჩეს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა მას გადაწყვეტილების შეცვლა პრეზიდენტმა ტაპიამ სთხოვა.

ბეჩაჩეჩემ სამპაოლი გააფრთხილა, რომ მწვრთნელს ყველაფრის უფლება არ აქვს და ის მარტო ყველაფერს ვერ მოაგვარებს.

არგენტინის ნაკრების პრობლემები შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად ჩანდა. "ალბისელესტე" მუნდიალზე ერთადერთი ნაკრები იყო, რომელსაც ტურნირის დაწყებისას ძირითადი სათამაშო ტაქტიკა არ გააჩნდა და მას მატჩიდან მატჩამდე ადგენდა. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები