დებიუტი ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' - კაშიას პირველი მატჩი ''სან ხოსეში''
Aa
Aa

დებიუტი ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' - კაშიას პირველი მატჩი ''სან ხოსეში''

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგურ მატჩს ''სან ხოსესთან'' ჩაატარებს. ''წითელი ეშმაკები'' გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდს კალიფორნიაში, ''ლევის'' სტადიონზე შეხვდებიან. მატჩი 22 ივლისს გაიმართება. MLS-ის კლუბში ახლახანს გადასული გურამ კაშია დიდი ალბათობით ინგლისურ კლუბთან სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.

არნემის ''ვიტესში'' გატარებული რვაწლიანი პერიოდის შემდეგ ქართველი მცველი ვაკო ყაზაიშვილთან ერთად ''სან ხოსეში'' ითამაშებს.

‘‘კლუბში მოსვლა გადავწყვიტე, რადგან ''სან ხოსეს'' დიდი გეგმები აქვს. ეს დიდი პროექტია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. მე აქ ვარ და მაქსიმალურად ვეცდები ''სან ხოსეს'' მიზნების მიღწევაში დავეხმარო, როგორც შემიძლია. გუნდის ქომაგებს ვპირდები, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ. იმედი მაქვს ''სან ხოსეში'' გატარებული დრო საკმაოდ კარგი იქნება. ეს არის ჩემი გზავნილი ქომაგების მიმართ’’ - განაცხდა გურამ კაშიამ ''სან ხოსეს'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

 

''მანჩესტერ იუნაიტედმა'' პირველი ამხანაგური შეხვედრა არიზონაში მექსიკურ ''ამერიკასთან'' ჩაატარა. მოურინიოს გუნდი მინიმალური სხვაობით აგებდა, თუმცა მატას გოლით მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

''სან ხოსესთან'' მატჩის შემდეგ ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ამხანაგურ შეხვედრებს მადრიდის ''რეალთან,'' ''მილანთან'' და ''ლივერპულთან'' ჩაატარებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები