ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "რონალდუ ფეხბურთის ლეგენდაა! ის გენიოსია"!

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი კრიშტიანუ რონალდუს სერია A-ში გადასვლას ეხმაურება. "ნეი" მიიჩნევს, რომ კრიშტიანუს იტალიაში ტრანსფერით, ამ ქვეყანაში ახალი საფეხბურთო ერა დაიწყო.

"ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუ იტალიურ ფეხბურთს შეცვლის. ამიერიდან, სერია A-ს მატჩებს თვალს მივადევნებ, ისე, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი. მიზეზი, რა თქმა უნდა, რონალდუა, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელი და ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდაა! ის გენიოსია!

მისი არჩევანით ბედნიერი ვარ. ვხვდები, რომ მისთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ, ოღონდ, "პსჟ"-ს წინააღმდეგ - არა".

კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ტურინელებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ ასაკში 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

26 წლის ბრაზილიელმა საკუთარი მომავლის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ პარიზულ კლუბში დარჩენას გეგმავს.

მე კლუბში დავრჩები, რადგან მასთან კონტრაქტი მაქვს. „პსჟ“ იმიტომ ავირჩიე, რომ ახალი გამოწვევა მსურდა და მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა მინდოდა.

ამ აზრს არ შევიცვლი და იმედი მაქვს, რომ წარმატებული სეზონი გვექნება. პრესა ჭორების შექმნით სიამოვნებას იღებს, მაგრამ ყველამ იცის, ამ კლუბის მიმართ როგორი დამოკიდებულება მაქვს“. ნეიმარს ინტერვიუ სააგენტო Fox Sports-მა ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები