''მქონდა დიდი არჩევანი, უპირატესობა საუკეთესოს მივანიჭე'' - ''რეალმა'' 18 წლის ვუნდერკინდი წარადგინა
Aa
Aa

''მქონდა დიდი არჩევანი, უპირატესობა საუკეთესოს მივანიჭე'' - ''რეალმა'' 18 წლის ვუნდერკინდი წარადგინა

საფეხბურთო კლუბმა მადრიდის ''რეალმა'' 18 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ვინისიუსი წარადგინა. სამხრეთამერიკელი ვუნდერკინდი ''ფლამენგოს'' აღზრდილია. 2017 წლიდან ''ფლამენგოს'' ძირითად გუნდში თამაშობდა და 70 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო.

''ვიცი რომ ადაპტაცია ადვილი არ იქნება, მაგრამ მე მზად ვარ. მადლობა ფლორენტინო პერესს, ხოსე ანხელ სანჩესსა და ხუნი კალაფატს.

მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებმაც ჩემთვის და ჩემი ოცნების ასრულებისთვის ბევრი რამ გააკეთეს. მათ იმედებს არ გავუცრუებ.

საბედნიეროდ მქონდა შესაძლებლობა არჩევანი უძლიერეს კლუბებს შორის გამეკეთებინა. მე ავირჩიე საუკეთესო.

ვრჩები მადრიდში, პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. მწვრთნელების გადასაწყვეტია პირველად როდის ვითამაშებ ''კასტილიაში'' (''რეალის'' სარეზერვო გუნდი).

''რეალში'' თამაში ფეხბურთელისთვის უდიდესი შანსია. ვაპირებ დავამტკიცო, რომ ამ შანსს ვიმსახურებდი.

მწვრთნელებსა და კოლეგებს ვაჩვენებ, რომ ''რეალში'' თამაშისთვის მზად ვარ'' - განაცხადა ბრაზილიელმა.

 

ვინისიუსის წარდგენას ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' უამრავი ქომაგი დაესწრო. Marca-ს ინფორმაციით ესპანურმა გრანდმა ბრაზილიურ კლუბს 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები