უკვე
Aa
Aa

უკვე "ლივერპულელი" ალისონ ბეკერი - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე!

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ალისონ ბეკერი გახდა, რომელიც „რომადან“ „ლივერპულში“ 67 მილიონი ფუნტის (დაახლ. 72 მილიონი ევრო) სანაცვლოდ გადავიდა.

25 წლის ბრაზილიელი გოლკიპერი ლივერპულში გუშინ ჩავიდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. იგი მერსისაიდელებთან 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პრესტიჟული მაისურის ჩაცმის საშუალება მომეცა. ესაა კლუბი, რომელიც მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის.

ჩემს კარიერაში უდიდესი ნაბიჯი გადავდგი და ამ შესანიშნავი ოჯახის წევრი გავხდი. თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ „ლივერპულისთვის“ ყველაფერს გავიღებ და მაქსიმუმის ჩვენებას ვეცდები“.

ალისონ ბეკერი „რომაში“ 2016 წელს ბრაზილიური „ინტერნასიონალიდან“ გადავიდა და ბრწყინვალედ ჩატარებული წინა სეზონის შემდეგ, არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მეკარეებს შორის ყველაზე ძვირადღირებული, „სიტის“ ასევე ბრაზილიელი კიპერი, ედერსონ მორაეში იყო, რომლის სანაცვლოდაც „ქალაქელებმა“ ლისაბონის „ბენფიკას“ 35 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები