კარმელო ენტონი
Aa
Aa

კარმელო ენტონი "ატლანტაში", დენის შროდერი "ოკლაჰომაში"

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გაცვლა განხორციელდა. „ოკლაჰომამ“ მსუბუქი ფორვარდი, კარმელო ენტონი და 2022 წლის პირველი რაუნდის არჩევანის უფლება, „ატლანტაში“ დენის შროდერის და მაიკ მუსკალას სანაცვლოდ გაუშვა. ტრეიდის შემდეგ „თანდერმა“ ეს უკანასკნელი „ფილადელფიაში“ ტიმოთე ლუვავუ-კაბაროში გაცვალა, ხოლო სიქსერსმა ჯასტინ ანდერსონი ჰოუქსს დაუთმო.

ESPN-ის ინფორმაციით ჯორჯიელები კარმელოს კონტრაქის გამოსყიდვას აპირებენ. როგორც ამერიკული გამოცემა იტყობინება ენტონი დიდი ალბათობით ხელშეკრულებას ჰიუსტონ როქეთსთან გააფორმებს და ჰარდენი - პოლის დუეტს შეუერთდება.

კარმელოს გაცვლით ოკლაჰომამ 100 მილიონი დოლარი დაზოგა, ეს უკანასკნელი გასულ სეზონში საშუალოდ 16.2 ქულას, 5.8 მოხსნას და 1.3 გადაცემას აგროვებდა, რაც შეეხება შროდერს, დრაფტზე ტრეი იანგის აყვანის შემდეგ იგი ატლანტელთა გეგმებში არ შედიოიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები