ირვინგი სათამაშოდ მზად არის
Aa
Aa

ირვინგი სათამაშოდ მზად არის

"კლივლენდ კავალიერზის" გამთამაშებელი კაირი ირვინგი უკვე ერთი კვირაა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად არის სათამაშოდ, - წერს ESPN კლუბთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

თავად კალათბურთელმა არაერთხელ მიმართა სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას იმის თაობაზე, რომ სეზონში დებიუტის საშუალება მისცენ და აშკარა გაღიზიანებაც გამოხატა რამდენიმე უარის გამო.

"კლივლენდში" ვერ ხედავენ აუცილებლობას - გარისკონ კალათბურთელის ჯანმრთელობით. ირვინგმა დეკემბერში ფეხი მოიტეხა და ახლა, "კავალიერზის" ხელმძღვანელობას არ სურს ნაჩქარევი ნაბიჯით ეჭვქვეშ დააყენოს საჩემპიონო ამბიციები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები