კარლოს ტევესი მესის:
Aa
Aa

კარლოს ტევესი მესის: "შენ გუნდის ლიდერი ხარ და ძალიან გვჭირდები"

კარლოს ტევესმა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებში დარჩენა ურჩია. „ალბისელესტემ“ საშინელი მუნდიალი ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მესის შესაძლო წასვლის შესახებ აქტიური საუბარი წავიდა.

ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მისი თანამემამულე და „იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი, ფიქრობს, რომ ლეოს ჯერ ყველაფერი წინ აქვს.

ESPN-თან საუბრისას ტევესმა განაცხადა:

„მიმაჩნია, რომ მესი საკუთარი მომავლის შესახებ უნდა დაფიქრდეს. თუ არ იარსებებს პროექტი, სადაც ის თავს ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობს, მაშინ მისთვის პასუხისმგებლობის აღება და ინდივიდუალურად ნაკრების მსოფლიო ჩემპიონად ქცევა ძალიან რთული იქნება“.

„ალბისელესტე ბევრ დროს კარგავს. გუნდმა ლეო ბედნიერი უნდა გახადოს და ისეთი სქემა შეიმუშავოს, სადაც იგი თავს კომფორტულად იგრძნობს. მიმაჩნია რომ მასთან მიმართებით არასწორები ვართ, რადგან ამდენი ხნის მანძილზე მისთვის საჭირო გუნდის ჩამოყალიბება ვერ მოვახერხეთ“.

„როგორც ფეხბურთელი და რიგითი არგენტინელი მესის ვეტყვი, რომ გუნდს იგი ძალიან სჭირდება! ლეო „ალბისელესტეს“ სული და გულია! თუ იგი ნაკრებში თამაშს გააგრძელებს კვლავ არგენტინელების კუმირად იქცევა და მან აღნიშნული პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა აიღოს“.

„ლეო დაისვენე, დაწყნარდი, ეცადე რომ კარგად იყო და შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდი! შენ გუნდის ლიდერი ხარ და ძალიან გვჭირდები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები