რონალდუს გამოსახულებით, ნეაპოლის ერთ-ერთ ჯიხურში ტუალეტის ქაღალდი იყიდება...
Aa
Aa

რონალდუს გამოსახულებით, ნეაპოლის ერთ-ერთ ჯიხურში ტუალეტის ქაღალდი იყიდება...

კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლა, იტალიური პრესის ბოლოდროინდელი მთავარი თემაა, თუმცა პორტუგალიელი ამჯერად ყურადღების ცენტრში არასასურველი კუთხით მოექცა.

ქალაქ ნეაპოლში, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელის მათი საყვარელი გუნდის კონკურენტში გადასვლა ორიგინალურად გააპროტესტეს. სამხრეთული ქალაქის ერთ-ერთ ჯიხურში ტუალეტის ქაღალდი იყიდება, რომელზეც რონალდუს გამოსახულებაა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ რონალდუს გარდა, ნეაპოლელები სხვებსაც აქილიკებენ, რადგან იმავე სტილში ქაღალდი გაფორმებულია: სილვიო ბერლუსკონის სახით, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ტორინოს“, მიუნხენის „ბაიერნის“, „ჩელსისა“ და „იუვენტუსის“ ლოგოებით.

აქედანვე ცხადია, რომ ნეაპოლის „სან პაოლოზე“ თამაში, კრიშტიანუ რონალდუსთვის არანაკლები ჯოჯოხეთი იქნება, როგორც ეს გონსალო იგუაინის შემთხვევაში იყო.

მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ პორტუგალიელი „ნაპოლიში“ გადასვლასაც განიხილავდა, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები