მჭედლიძემ 451-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა - გამარჯვება ამხანაგურ მატჩში
Aa
Aa

მჭედლიძემ 451-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა - გამარჯვება ამხანაგურ მატჩში

სერია ა-ში აღზევებული საფეხბურთო კლუბი ''ემპოლი'' ახალი სეზონისთვის ემზადება. იტალიურმა კლუბმა ამხანაგური მატჩი სამოყვარულო ლიგის კლუბ ''მონტელუპოსთან'' ჩაატარა. ''ემპოლის'' მაისურით 451-დღიანი პაუზის შემდეგ ლევან მჭედლიძემ პირველად ითამაშა. 28 წლის ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. ''ემპოლიმ'' 5:0 გაიმარჯვა.

ლევან მჭედლიძემ 7-ნომრიანი მაისურით ითამაშა

მეოთხე გოლისას ლევან მჭედლიძეს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა თავური დარტყმით ბურთი კარის ძელს გაარტყა, შემდეგ კი მისმა თანაგუნდელმა გამოიჩინა თავი.

 

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, შეხვედრას საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დაესწრო.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძემ 2017 წლის 23 აპრილს ''მილანის'' წინააღმდეგ ''სან სიროზე'' ითამაშა. აღნიშნულ მატჩში მჭედლიძემ დონარუმას გაუტანა. ''მილანთან'' შეხვედრის შემდეგ მჭედლიძე პირველად ''მონტელუპოსთან'' გამოჩნდა მინდორზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები