დეშამის დარიგებები და ვარანის ემოციური მიმართვა მუნდიალის ფინალის შესვენებაზე
Aa
Aa

დეშამის დარიგებები და ვარანის ემოციური მიმართვა მუნდიალის ფინალის შესვენებაზე

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის შესვენებაზე დიდიე დეშამის ინსტრუქცია ძალიან მარტივად ჟღერდა: „ბურთი კილიანს მიეცით“.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოში დეშამი გუნდს დარიგებებს აძლევს და იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც „მამლების“ გამარჯვებას განაპირობებს.

„ისინი აგრესიულად გვეთამაშებიან. თქვენ მათი ენერგიულობა კარგად ნახეთ, ამიტომ რაც შეიძლება მარტივად ითამაშეთ. როდესაც ბურთი გექნებათ, თუ მეტოქე თქვენთან ახლოს იქნება და თქვენს შეწუხებას მეორე ოპონენტიც შეეცდება, გადაცემა გააკეთეთ...  როგორც კი მოახერხებთ ბურთი კილიანს მიეცით“.

მბაპემ მეორე ნახევარში გოლი გაიტანა და საფრანგეთის უპირატესობა სამბურთიანი გახადა, საგოლე გადაცემის ავტორი ლუკას ჰერნანდესი გახდა.

დეშამის მონოლოგში საუბარი ატლეტიკოს ფორვარდზე, ანტუან გრიზმანზეც იყო.

„ანტუან კონტრშეტევებისას ცოტა უკან ჩამოწიე. თავდამსხმელების გვერდით რჩები და ჩვენ შეტევის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად გვჭირდები“.

ამის შემდეგ პოლ პოგბამ დაიყვირა: „პოზიტიურად განეწყვეთ“, ხოლო ბოლოს საუბარი „მადრიდის რეალის“ მცველმა, რაფაელ ვარანმა დაასრულა.

„გადაადგილებებზე და პოზიციის შერჩევაზე ბევრი არ იმუშავოთ, ბიჭებო, ყველაფერი თავში გაქვთ! პოზიტიურად განეწყვეთ! დაიჯერეთ! ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ! ბიჭებო ჩვენ ამ შეხვედრას მოვიგებთ“!!!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები