ლეონარდი
Aa
Aa

ლეონარდი "ტორონტოში", დეროუზანი "სპურსში"

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით „სან ანტონიომ“ და „ტორონტომ“ კავაი ლეონარდის გაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება ტრეიდში ორივე მხრიდან საკმაოდ ბევრი კალათბურთელია ჩართული და საკუთარი მომავლის შესახებ ჯერ მხოლოდ ლეონარდს და დეროუზანს შეატყობინეს. ანონიმური წყაროების მიხედვით გაცვლა ოთხშაბათ საღამოს გაოფიციალურდება. როგორც ცნობილი გახდა ტეხასელებმა "რეპტორსში" კავაი ლეონარდი და დენი გრინი გაუშვეს, სანაცვლოდ კი დემარ დეროუზანი, ჯეიკობ პოეტლი და 2019 წლის პირველი რაუნდის არჩევანის უფლება მიიღეს.

„ტორონტო“ და „სან ანტონიო“ მოლაპარაკებებს ორი კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ და ტრეიდი რამდენჯერმე ჩაიშალა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ინფორმაციით დეროუზენს ლას-ვეგასში ყოფნისას შეატყობინეს, რომ კანადური გუნდი მის გაცვლას არ აპირებდა...

„ტორონტო“ ლეონარდის გადმობირებით სერიოზულ რისკზე მიდის, გავრცელებული ინფორმაციით კავაის მხოლოდ „ლეიკერსში“ თამაში სურს და სხვა გუნდის კანდიდატურას არ განიხილავს. „რეპტორსთან“ დარჩენის შემთხვევაში ლეონარდს , 5 წლიანი 190 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია,, ხოლო თუ სხვაგან წასვლას გადაწყვეტს მხოლოდ და მხოლოდ 4 წლიან, 141 მილიონიან ხელშეკრულებას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები